წესები და პირობები
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება შპს *„ლუკმას“* ვებგვერდზე. ჩვენი სერვისებით სარგებლობისას თქვენ ავტომატურად ეთანხმებით ქვემოთ მოცემულ პირობებს. გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ მათ.
1. ზოგადი დებულებები *
ვებგვერდი წარმოადგენს შპს *„ლუკმას“* (ს/კ 402283084) საკუთრებას და მისი გამოყენება რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით. ჩვენ ვიტოვებთ უფლებას, ნებისმიერ დროს შევცვალოთ ან განვაახლოთ ეს პირობები. ცვლილებები ძალაში შედის ვებგვერდზე გამოქვეყნებისთანავე.
2. შეკვეთა, ჯავშანი, ანგარიშსწორება*
შეკვეთა ხორციელდება ვებგვერდის ან სატელეფონო ზარის მეშვეობით. შეკვეთა უნდა განხორციელდეს ღონისძიებამდე მინიმუმ 2 დღით ადრე. გადახდა შესაძლებელია როგორც ნაღდი ანგარიშსწორებით, ასევე საბანკო გზით. შეკვეთის დადასტურება ძალაში შედის მხოლოდ წინასწარი გადახდის მიღების შემდეგ (სულ მცირე 30%).
3. ცვლილებები და გაუქმება *
შეკვეთაში ცვლილებები შესაძლებელია ღონისძიებამდე არაუგვიანეს 48 საათისა. სხვა შემთხვევაში ჯავშანის თანხა უკან არ ბრუნდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ რადგან ჩვენს მიერ მოწოდებული პროდუქცია მალფუჭებადია, მისი დაბრუნება შეუძლებელია, გარდა იმ შემთხვევისა, თუ პროდუქციას აღმოაჩნდა ხარისხის პრობლემა ჩვენი ბრალეულობით.
4. მიტანის მომსახურება *
მიტანის დრო და პირობები წინასწარ თანხმდება კლიენტთან. ჩვენ ვცდილობთ, დავიცვათ შეთანხმებული ვადები, თუმცა გაუთვალისწინებელმა გარემოებებმა (მაგალითად, საცობმა) შესაძლოა გამოიწვიოს მცირე შეფერხება. თუ შეკვეთას მისაღებ მისამართზე არავინ დახვდა, შეკვეთა დაბრუნდება და თქვენ მოგიწევთ დამატებითი თანხის გადახდა განმეორებითი მიტანისთვის. მომსახურე პერსონალი და ინვენტარი მიეწოდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს შეტანილია შეკვეთაში.
5. პროდუქციის ხარისხი *
*„ლუკმა“* პასუხისმგებელია მოწოდებული პროდუქციის ხარისხზე. ჩვენ ვიყენებთ მხოლოდ ახალ და მაღალი ხარისხის ინგრედიენტებს. თუ პროდუქციამ ვერ დააკმაყოფილა თქვენი მოლოდინი ან რაიმე ხარვეზი აღმოაჩინეთ, გთხოვთ, დაუყოვნებლივ დაგვიკავშირდით, რომ პრობლემა დროულად მოგვარდეს.
6. პასუხისმგებლობა *
„ლუკმა“ პასუხისმგებელია საკვების ხარისხსა და სერვისზე, რომელიც შეკვეთაშია განსაზღვრული. კომპანიას არ ეკისრება პასუხისმგებლობა შეფერხებაზე, რომელიც გამოწვეულია ისეთი გარემოებებით, როგორიცაა მაგ. სტიქიური უბედურება, ტრანსპორტის შეფერხება და სხვა.
7. დავების გადაწყვეტა *
ყველა დავა, რომელიც წარმოიშობა ამ პირობებიდან, გადაწყდება მოლაპარაკების გზით. თუ შეთანხმება ვერ მოხერხდა, დავა გადაწყდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
კონფიდენციალურობა * თქვენ მიერ მოწოდებული პირადი ინფორმაცია (სახელი, მისამართი, ტელეფონის ნომერი) გამოიყენება მხოლოდ შეკვეთის შესასრულებლად. თქვენი მონაცემების უსაფრთხოება დაცულია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
