
ჩვენს შესახებ
ლუკმა ქეითერინგის კომპანიაა 7 წლიანი გამოცდილებით. ამ პერიოდში არაერთ კომპანიასა და მრავალ ღონისძიებას წარმატებით ვუმასპინძლეთ. ჩვენი სერვისი მოიცავს როგორც კორპორატიულ შეხვედრებს, ისე პირად დღესასწაულებს.
ჩვენი უპირატესობაა:
-
ინდივიდუალური მიდგომა თითოეულ მომხმარებელთან
-
კონკურენტუნარიანი ფასი
-
მაღალი ხარისხის ინგრედიენტები
-
პროფესიონალური სერვისი
აირჩიე მხოლოდ საუკეთესო!
გასინჯე მხოლოდ ერთი ლუკმა!

სერვისები

ტრანსპორტირება
ჩვენ გთავაზობთ სწრაფ და უსაფრთხო მიწოდების სერვისს მთელ თბილისსა და მის შემოგარენში. შეკვეთა მოგვაქვს წინასწარ დათქმულ დროსა და ადგილზე.

გაშლა-გაწყობა
თქვენი სურვილისამებრ, ჩვენ შეგვიძლია ადგილზე მოვიდეთ და გავაწყოთ თქვენს მიერ შეკვეთილი ფურშეტი.

ინვენტარი
გთავაზობთ საფურშეტე ინვენტარს:
ფურშეტის მაგიდებს, კოქტეილის მაგიდებს, ხისა და შუშის სადგამებს, მარმიტებს, მაგიდის გასაფორმებელ აქსესუარებს, ერთჯერად და კერამიკის ჭურჭელს.

მიმტანის მომსახურება
მომსახურე პერსონალი ღონისძიების პროცესში აკონტროლებს მაგიდის სილამაზესა და სისუფთავეს. ავსებს სასმელებს, ამატებს პროდუქტებს, ჭრის ტორტს, აცნობს სტუმრებს მენიუს და პასუხობს მათ კითხვებს.





















